რობინ დანიგანი: მრავალი წელია, ვმუშაობთ ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესებთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ მათ რძისა და ხორცის სექტორების გაძლიერებაში

„მოხარული ვარ, რომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ვმონაწილეობ  ამ წლის მესაქონლეობის ექსპოზე, რომელიც მხარდაჭერილია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ”,- ამის შესახებ  აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად მესაქონლეობის გამოფენა „მესაქონლეობის ექსპო 2023“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ელჩის თქმით, აშშ მრავალი წელია მუშაობს ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესებთან, ქართველ დაინტერესებულ პირებთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა აღნიშნული სექტორის გაძლიერებაში დაეხმაროს.

“აშშ ახორციელებს ინვესტიციას საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში, რათა ისინი იყოს მდგრადი, თანამედროვე და მეტად პროდუქტიული. ამისათვის ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, ინდუსტრიულ პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.  ეს არის ჩემი პირველი ღონისძიება საქართველოში. ჩვენ მრავალი წელია, ვმუშაობთ ქართველ ფერმერებთან, აგრობიზნესებთან და ქართველ დაინტერესებულ პირებთან და, რაც მთავარია, საქართველოს მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ მათ ამ სექტორის გაძლიერებაში“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები