სალომე ზურაბიშვილი: გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით
“ეს დღეც დადგა – საქართველო ამასაც მოესწრო, პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და თავს იწონებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.
მისივე თქმით, სასამართლომ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური არგუმენტაციით იხელმძღვანელა.
“გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.