კობახიძე – ზურაბიშვილს: ხალხმა აგირჩიათ იმის გამო, რომ არ უნდოდათ “ნაციონალი” პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება, არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის
“ხალხმა აგირჩიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ არ უნდოდათ “ნაციონალი” პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ხალხს უღალატა.
“არ უნდოდათ ,,ნაციონალი,, პრეზიდენტი. დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში. ხალხმა აგირჩიათ იმიტომ რომ ეშინოდათ ნაციონალების, კრიმინალების შეწყალების. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი ნაციონალი სულ ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.