“სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატური გახდა” – გურამ მაჭარაშვილი
პრეზიდენტის ქმედებებში არაადეკვატურობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი და აცხადებს, რომ პარლამენტში დღეს დაგეგმილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი.
„დაგვემუქრა ისე, რომ წესით საიდან შემოვა შეიძლება, ვეღარც გავარკვიოთ, ისეთი ადგილიდან შემოვიდეს, სულ რომ არ ველოდებით, ტრიბუნაზე ავიდეს მაშინ, როცა არ უნდა ავიდეს. არაადეკვატური გახდა, სამწუხაროდ, თუმცა იმედი მაქვს, რომ თავის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე მაინც იქნება ადეკვატური საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა მან.