სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა.
რამდენიმე წუთში პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე დადგენილება პარლამენტმა გუშინ მიიღო.