ირაკლი ზარქუა – ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე: არეულია ქალბატონი პრეზიდენტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტას გამოეხმაურა.
“ახსნას არ ექვემდებარება, გაუგებარია. პირველ შემთხვევაში რატომ არ შეუწყვიტა ბატონ ფარცხალაძეს მოქალაქეობა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ მიმართა რამდენიმე კვირის წინ? მაშინ უარი თქვა, გუშინ შეუწყვიტა. აი, რატომ? რისთვის? თუ შეგხვდათ, ჩვენ არ გვპასუხობს და თვითონ იქნება ახსნას ეს მოვლენა. გაუგებარია, ვერ ვხვდებით. არეულია ქალბატონი პრეზიდენტი და რა ვიცი, დღეს შევეცდებით, კიდევ ერთხელ ავუხსნათ მისი უფლება-მოვალეობები და უფლებამოსილებები”, – აცხადებს ზარქუა.