ირაკლი ზაქრუა: ზურაბიშვილი 2 დღეა, გვევაჭრება, მეზობლებიც უნდოდა მოეწვია – საგიჟეთში ვცხოვრობთ

“ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს ევაჭრება და იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე სტაფის, დიპლომატების და მეზობლების მოწვევა სურს.

ზარქუას თქმით, ზურაბიშვილს შოუს დადგმა სურს.

“ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ვერ გაითვალისწინა, 2 დღეა, გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეგობრები, მეზობლები. ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე. იქ შეუძლია ვინც უნდა ის მოიწვიოს. 2 დღეა გვევაჭრება, უნდა რაღაც სტუმრები და შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა გარეთ დამელოდეთო, ეს სასწაულია, საგიჟეთში ვცხოვრობთ რაა. პარლამენტში უნდა ადვოკატებით მოვიდეს კაცო, ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ, ერთ-ერთი საკითხია სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება ქალბატონ პრეზიდენტს მისი მოვალეობები, უფლება-მოსილებები, რა სტატუსი აქვს კიდევ ერთხელ შევეცდებით რომ განვუმარტოთ და ავუხსნათ, თუ გაიგებს გაიგებს, თუ არადა ეს არის”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები