“პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ” – ანი წითლიძე
„გაცხადებული პოზიცია გვაქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ ამაში მონაწილეობას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გაცხადებული პოზიცია გვაქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ არ ვაპირებთ ამაში მონაწილეობას. არ ვაპირებთ, რომ სხდომათა დარბაზში ვიყოთ და, მით უმეტეს, არ ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. აქ საუბარი არ არის სახელსა და გვარზე – სალომე ზურაბიშვილზე, აქ საუბარია პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. კიდევ უფრო მეტიც, წარმოუდგენელი, აბსურდული და სრული სისულელეა ის ბრალდება, რა ბრალდებაც „ქართულ ოცნებას“ მასთან აქვს, იმ პრეზიდენტთან, რომელიც 2018 წელს თვითონვე გაიყვანა პრეზიდენტად“, – აღნიშნა წითლიძემ.