დღეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს პოლიტიკურ განცხადებებთან ერთად გვაქვს თავდაცვის მინისტრის საათი. მიმდინარე კვირას ასევე გვაქვს იმპიჩმენტის საკითხი, დადგენილების პროექტს დღეს გამოვიტან და იმპიჩმენტის საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ასევე, იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში და სახალხო დამცველის ანგარიში, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია.

დღეს თავდაცვის მინისტრის საათი გვექნება, ხუთშაბათს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიში, პარასკევს დღის პირველ ნახევარში საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია, დღის მეორე ნახევარში სახალხო დამცველის ანგარიში. ამიტომ, გთავაზობთ, დღეს შესვენების გარეშე ვიმუშაოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში მოგვიწევს „მინისტრის საათი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები