“სამ მოსამართლეს დავალება ჰქონდა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ” – გურამ მაჭარაშვილი

“ყველამ კარგად დაინახა, ამ სამ მოსამართლეს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

„როცა მოსამართლე ჩვენს წარმომადგენელს ეკითხება, აბა, პრეზიდენტმა რაღა უნდა აკეთოსო, ეს იმას ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ამ მოსამართლეებს უკვე გაყიდული ჰქონდათ როგორც გადაწყვეტილება, ასევე, თავიანთი პროფესიონალიზმი. მოსამართლეს არავინ ეკითხება, კონსტიტუციაში პრეზიდენტს რა უფლებამოსილებას მისცემენ, ვალდებულია, დაადგინოს, პრეზიდენტმა დაარღვია თუა რა კონსტიტუცია. მათ უკვე დავალება ჰქონდათ, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის მხარი არ დაეჭირათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებას პლენუმის წევრი ცხრა მოსამართლიდან სამმა, ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები