გორში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა

გორის მუნიციპალიტეტში მამა-შვილს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
შემთხვევა სოფელ სობისში მოხდა, მოკლული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები მამამ ნაჯახით მიაყენა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.
მომხდარის მიზეზად უთანხმოება სახელდება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები