გიორგი ვოლსკი: სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მთავარი, რითაც უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამაც და საზოგადოებამაც

“გადაწყვეტილების მიღებას, რომ კონსტიტუცია ნამდვილად დარღვეულია ალტერნატივა არ აქვს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილებაა.

“არსებობს კონსტიტუციის კონკრეტული მუხლი, კონკრეტული ფორმულირება და ამ ფორმულირების საწინააღმდეგო მოქმედებები, რაც თავად პრეზიდენტმაც აღიარა. დაველოდოთ, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება მთავარი, რითაც უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამაც და საზოგადოებამაც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები