მიხეილ სარჯველაძე: ყველა ხვდება, რომ პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას აქვს ადგილი
ყველა კარგად ხვდება, რომ ადგილი აქვს პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება ვერც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, მთავარი არა იმპიჩმენტის პროცედურის შედეგი, არამედ პოზიციის დაფიქსირება იყო.
„სამწუხაროა, რომ მოგვიწია ასეთი პროცედურების წამოწყება. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება საბოლოოდ ეს პროცედურები, ეს, რა საკვირველია, არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთრივ პოზიციის დაფიქსირება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.