16 ოქტომბერს ზუგდიდში მსოფლიო სურსათის დღე მასშტაბურად აღინიშნება

16 ოქტომბერს, 15:00-დან, ზუგდიდში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავენ.
მსოფლიო სურსათის დღე გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და ყოველ წელს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. წელს ამ დღის მთავარი გზავნილი წყლის, როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი –ამოწურვადი რესურსი.
ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ბაღში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა, სახალისო საინფორმაციო აქტივობები ბავშვებისთვის და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, შედგება FAO-ს ბენეფიციარი ფერმერის შესახებ მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მისი, როგორც 2023 წლის „სურსათის გმირის“ დაჯილდოება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, FAO-ს, ევროკავშირის, შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.
მსოფლიო სურსათის დღე ზუგდიდში ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით აღინიშნება.
”FAO-ის მიზანია აგრო-სასურსათო სისტემებში წყლის მდგრადი მოხმარების წახალისება, რათა უზრუნველვყოთ უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი ცხოვრება. ამ მიზნების მისაღწევად, ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ მთავრობებათნ, კერძო სექტორთან, აკადემიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და გავიღოთ მეტი ინვესტიცია მდგრადი განვითარებისთვის წყლის რესურსების ინტეგრირებულ მენეჯმენტში, უზრუნველვყოთ წყლის სამართლიანი, მდგრადი და ეკონომიკურად მომგებიანი გამოყენება; აღვჭურვოთ ფერმერები წყლის მდგრადი მართვის სწორი ინსტრუმენტებით. ყველამ უნდა დავაფასოთ წყალი იმ საკვების გამო, რომელსაც ის გვაძლევს და პლანეტის გამო, რომელსაც კვებავს“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
მსოფლიო სურსათის დღე: „წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“
ყოველ წელს, მსოფლიო სურსათის დღის ფარგლებში, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გზავნილების გასავრცელებლად ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სამოქალაქო სექტორი, ბიზნსსექტორი, მედია, მოსახლეობა და ახალგაზრდობა.
„წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ – ამ გზავნილით, წელს FAO-საზოგადოების ყურადღებას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე ამახვილებს: წყალი პლანეტის ზედაპირის უდიდეს ნაწილს ფარავს, სხეულის თითქმის 50 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები