საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.
ანგარიში მატჩის 46-ე წუთზე გაიხსნა – საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთარ კიტეიშვილმა დააწინაურა, მატჩის 58-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში 2:0 გახადა.
82-ე წუთზე გოლი ლევან შენგელიამ გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა; მატჩის საბოლოო ანგარიში კი 11-მეტრიანი დარტყმით 95-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელები შვიდი ქულით A ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრაზე, 16 ნოემბერს, შოტლანდიას უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი, გასვლითი თამაშით, ესპანეთს დაუპირისპირდება.



