სალომე ზურაბიშვილი: ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მწუხარება გამოთქვა.

„ელჩ ჰადას მეიცადს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ისრაელისადმი საქართველოს ურყევი მხარდაჭერა.

პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისთვის წერილი გადავეცი, რომელიც გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ბოლო მოვლენების გამო.

ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის. თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ!“, – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები