“ვინც მეგობარს არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო – ნათქვამია და ეს რუსთველისეული მიდგომა ძალიან კარგად ესადაგება ჩვენს ოპოზიციას, ოღონდ ისინი საკუთარ თავს კი არა, ქვეყანას ემტერებიან” – დავით მათიკაშვილი
„ვინც მეგობარს არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო, ნათქვამია და ეს რუსთველისეული მიდგომა ძალიან კარგად ესადაგება ჩვენს ოპოზიციას, ოღონდ ოპოზიცია საკუთარი თავის არა, ქვეყანას ემტერება“, – ასე გამოეხმაურა ვიქტორ ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
„ყველაზე მძიმე და მტკივნეულია, როდესაც უყურებ, როგორ ლანძღავს და აკრიტიკებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერს და ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარს ოპოზიცია. ამ ყველაფერს აკეთებს იმ ჭრილში, იმ განცხადებების ფონზე, როდესაც ორბანი აცხადებს, რომ საქართველოს მხარდამჭერი იქნება ევროკავშირში სტატუსის მოპოვების გზაზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული“ ორბანი ევროპაში ერთადერთი ლიდერია, რომელიც დღევანდელ ხელისუფლების მხარდამჭერია.