ირაკლი კობახიძე გაეროს საარჩევნო საჭიროებების შეფასების მისიის წევრებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე გაეროს საარჩევნო საჭიროებების შეფასების მისიის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დეტალურად გააცნო მისიის წევრებს საარჩევნო რეფორმის კუთხით განხორციელებული ცვლილებები.
მისიის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ საარჩევნო საჭიროებების განხორციელებაში.