„ნაციონალური მოძრაობა“ ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ” – ალეკო ელისაშვილი
“ნაციონალური მოძრაობა” ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ. რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გაშვება”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„კვიპროსზე ფრენებიც იმას ადასტურებს, რომ შიგნით აქვთ პრობლემა, რაც არ იმალება და ღიად არის გამოსული. „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურ დასუსტებას ვუსურვებ, რადგან რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება – ეს ერთმანეთზე დამოკიდებული საკითხებია“, – განაცხადა ელისაშვილმა.