პრეზიდენტის პრესსამსახურის პასუხი გრიგოლიას
გადაცემა „რეაქცია“-ს წამყვანის ინგა გრიგოლიას დღევანდელ განცხადებას პრეზიდენტის პრესსამსახური პასუხობს.
“გადაცემის რეიტინგის გაკეთება ტყუილებით… უბრალოდ სამარცხვინოა”, – წერს პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი სოფო ჯაჯანაშვილი.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანს თიკო მჟავანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ინგა გრიგოლია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ მას გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანმა დაურეკა და გალანძღა. ჟურნალისტი პრეზიდენტის ქალიშვილს თხოვნით მიმართავს, მომხდარის შესახებ მამამისს შეატყობინოს.
“საოცრება დამემართა… პრეზიდენტ მარგველაშვილის პრესმდივანმა დამირეკა და პირდაპირი მნიშვნელობით, გამლანძღა… ana Anna Margvelashvili – ეგებ შენ მაინც გადასცე მამას, თორემ აშკარა იზოლაციაშია, გამომიცდია – შევარდნაძის პრესმდივანი… სააკაშვილის… ასეთი რამ არავის უკადრია… არასოდეს… პრეზიდენტის პრესმდივანი მიყვიროდა,როგორც მონას… ვაი, თქვენს პატრონს… პასუხი იხილეთ ,,რეაქციაში“,- წერს ინგა გრიგოლია.