ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში ვიზიტის შესახებ განმარტებას აკეთებს

ვინაიდან პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაეროს სამიტზე გაემგზავრება პრემიერი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში ვიზტის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა, რის შემდეგაც აღნისნული გადაწყვეტილება მიიღებს.
“განსაზღვრულია დელეგაციის შემადგენლობა, თვეების წინ დავადასტურეთ ყველაფერი და ვერ ვხედავ ამაში რაიმე კითხვას”, – განაცხადა პრემიერმა.
გაემგზავრება თუ არა მასთან ერთად პრეზიდენტი აშშ-ში, პრემიერმა არ იცის.
“არ ვიცი, გუშინ მოვისმინე საგარეო უწყების განცხადება და ალბათ ისინი გაარკვევენ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გუშინ განაცხადა, რომ თუ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, გაეროში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში “უხერხულობას” ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები