გორის მერია მოქალაქეებს მიმართავს, გაუფრთხილდნენ საერთო სარგებლობის სივრცეებს

გორში საერთო სარგებლობის სივრცეებში ინფრასტრუქტურა დააზიანეს, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“დაზიანებული ინვენტარი – საგზაო ნიშნები, გარე განათების ბოძები, დეკორატიული სკამები და ხე – მცენარეები განთავსებულია ქალაქის ცენტრში. გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მიმართავს თითოეულ მოქალაქეს თხოვნით, რომ გაუფრთხილდნენ საერთო სარგებლობის სივრცეებს. უწყების განცხადებით, საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქის სიჯანსაღესა და იერსახეზე”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები