ლაგოდეხში ტრადიციული დღესასწაული “ჰერეთობა” გაიმართა

7 ოქტომბერს ლაგოდეხში ტრადიციული დღესასწაული “ჰერეთობა” გაიმართა, ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ჰერეთობაზე” წარმოდგენილი იყო პარაოლიმპიური სპორტული თამაში “ბოჩა”, საწნახელში ყურძნის დაწურვის პერფორმანსი, ქართული ღვინის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ქართული სამზარეულოს მასტერკლასი, მრავალფეროვნების კუთხე -“პატარა საქართველოს” დათვალიერება, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს დაგემოვნება, ქართული ქორეოგრაფია და ფოლკლორი, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. საღამო გალა კონცერტით დასრულდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები