ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის მაკა ანთიძის სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სემინარს ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა და მონაწილეებს რეპორტინგის, ასევე, ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების გაშუქების შესახებ მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ის მეთოდები, რომლებიც ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერისთვის არის საჭირო.

მაკა ანთიძე 25 წლის განმავლობაში საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა. ამასთან ერთად კი, იყო კავკასიის ბიუროს უფროსი კორესპონდენტი და ხელმძღვანელი. ის აშუქებდა მოვლენებს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები