ქვის სფინქსები ალექსანდრე მაკედონელის დედის საფლავს ,,იცავდნენ“

ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში, სალონიკიდან 65 კილომეტრის დაშორებით ქალაქი ამფიპოლისი მდებარეობდა. იქ არქეოლოგებმა უძველესი სამარხი იპოვეს, რომელსაც ორი კარიტიადი (ქალის ფიგურა, რომელიც საყრდენი კოლონის როლს ასრულებდა) ,,იცავდა“.
სკულპტურები შესრულებულია მარმარილოსგან და მოპირკეთებულია მოლურჯო-მოწითალო საღებავით. ისინი არქეოლოგთა ჯგუფმა კატერინა პერისტერის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა. იმავე სამარხთან ახლოს არქეოლოგებმა ორი უთავო სფინქსის ქანდაკება იპოვეს, რომლებიც ცენტრში არსებული ჭიშკრის ორივე მხარეს არიან განლაგებული.
აღსანიშნავია, რომ არქეოლოგთა მიერ ნაპოვნი სამარხი აღწერილობით ძალიან ჰგავს ალექსანდრე მაკედონელის მამის ფილიპე მეორის საგვარეულო საფლავს, თუმცა ეს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ვერსიაა. საკმაოდ ცნობილი წიგნის ,,ალექსანდრე დიდის სამარხის“ ავტორის ენდრიუ ჩაგის განმარტებით, იგი გარკვეული დეტალების იდენტურობას ხედავს, თუმცა ეს ძალიან რთული დასამტკიცებელი იქნება.
,,კარიტიადები, მართლაც, უნიკალური აღმოჩენაა, ის ფაქტი, რომ სამარხის კარს ორი კარიტიადი და სფინქსის ქანდაკება ,,იცავადა“, მეტყველებს იმაზე, რომ სამარხში შესაძლოა, მოთავსებული იყოს ,,ალექსანდრე დიდის“ დედა ოლიმპიადა ეპირელი“,- განაცხადა ენდრიუ ჩაგმა.

10668671_741691249230171_420679994_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები