გურამ მაჭარაშვილი: ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე

“ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, რომ მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობაში ერთმანეთის მიმართ ნდობა აქვთ.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის განსაზღვრულია ვადები, რომელსაც ვერავინ გადავა. თუ არ ვცდები, სამ კვირამდეა დარჩენილი და საბოლოო ჯამში, პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რეგლამენტში ცვლილებები დაჩქარებული წესით არ შედის. ფარულ კენჭისყრას იმდენი სპეკულაცია მოჰყვა, რომ მზად ვართ, კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს ნებისმიერ საკითხზე. იმპიჩმენტს მხარს ვუჭერთ, მაგრამ არანაირი იმედი არ გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციის, რომელიც ამბობს, რომ მხარს არ უჭერს. თუ თავად ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა, ეს მათი პრობლემაა. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში ერთმანეთის მიმართ ნდობა გვაქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები