რუსთავში ,,რუსთავქალაქობის” დღესასწაული ქართული მუსიკის საღამოთი აღინიშნა

რუსთავში ,,რუსთავქალაქობის დღესასწაული თავისუფლების მოედანზე ქართული მუსიკის საღამოთი აღინიშნა.

ქალაქის დღესასწაულის მთავარი თემა, წელს უძველესი და მე-20 საუკუნის რუსთავის ისტორია იყო.
საზეიმო საღამოს ყველა თაობის, მათ შორის სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ის წარმომადგენლეესწრებოდნენ, რომლებმაც ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
,,რუსთავქალაქობის” საზეიმო კონცერტში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლი ,,ქართული ხმები”, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და მიხეილ ჯავახიშვილი იღებდნენ მონაწილეობას.
,,რუსთავქალაქობის” საზეიმო ღონისძიებას მუსიკოსი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე უძღვებოდა.
ქალაქის დღესასწაულს, რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად უკვე 25 წელია, რაც აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები