გიორგი ჩაკვეტაძე – სერგი კაპანაძის სტატიაზე: მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის სტატიას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მსგავსი სტატიის მიზანი ევროინტეგრაციის მიმართულებით პროცესებისთვის ხელის შეშლაა.
“ეს არის არასერიოზული განცხადება და ემსახურება იმას, რომ საბოტაჟი და ხელის შეშლა შემოვიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა ვამხილოთ, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
ცნობისთვის, სერგი კაპანაძის ავტორობით, EURACTIV-ში სტატია გამოქვეყნდა, სადაც კაპანაძე საუბრობს რამდენიმე პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.