გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნების“ პირობებში, კანდიდატის სტატუსის მიღების თემა ისტერიკის განმაპირობებელი ფაქტორია არა მარტო შიდა ოპონენტებისთვის, არამედ – ევროპარლამენტარებისთვის
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა.
„ყველანაირ ღონეს იხმარენ (რადიკალური ოპოზიცია), რათა დესტაბილიზაცია მოხდეს. „ქართული ოცნების“ პირობებში, პრაქტიკულად, კანდიდატის სტატუსის მიღების თემა არის დამანგრეველი, ისტერიკის განმაპირობებელი ფაქტორი არა მარტო ჩვენი შიდა ოპონენტებისთვის, არამედ – საერთაშორისო დონეზე საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის, ევროპარლამენტარებისათვის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო, როგორ ატარებს ორგანიზაცია „სიარარსი“ კვლევებს NDI-სთვის, სადაც კითხვები ოპოზიციის გზავნილებითაა შეფუთული და კითხვის ადრესატებს გამზადებულ პასუხებს სთავაზობდნენ.