ხატია წილოსანი: რუმინეთის და უნგრეთის დელეგაციები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
რუმინეთის და უნგრეთის დელეგაციები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარე ყოველთვის მზად არის, მიაწოდოს პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროგრესთან დაკავშირებით.
„მნიშვნელოვანი მოლოდინებია მათი მხრიდან, რომ ჩვენი ქვეყანა სრულად იყოს ინტეგრირებული ევროპულ ოჯახში და ქართული მხარე ყოველთვის მზად არის, მიაწოდოს პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროგრესთან დაკავშირებით, როგორც უსაფრთხოების საკითხებზე, ისე ევროპული რეკომენდაციების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ხატია წილოსანმა კოპენჰაგენში გამართული შეხვედრების შემდეგ.