პაატა გაფრინდაშვილი: კანდიდატის სტატუსმეტრის შეფასებები და შინაარსის ნაწილი, დამერწმუნეთ, უფრო პოზიტიურია, ვიდრე ევროკომისიის შუალედური შეფასება
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსმეტრის შეფასებები და შინაარსის ნაწილი, უფრო პოზიტიურია, ვიდრე ევროკომისიის შუალედური შეფასება.
“მყარი, მკაფიო, ეროვნული და თანაც ევროპული პოზიცია კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის, როგორც ინსტრუმენტისა, რომ იარო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ასახულია როგორც ყველა გამოცემაში, ასევე გაჟღერებულია არაერთ შეხვედრაზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროპულ სტრუქტურებს, ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ უკვე წელს გაიცეს დადებითი რეკომენდაცია იმისა, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი კანდიდატის სტატუს მეტრის შეფასებები და შინაარსის ნაწილი, დამერწმუნეთ, კიდევ უფრო პოზიტიურია, ვიდრე ევროკომისიის შუალედური შეფასება”, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს.
ანზორ მამულაშვილი