მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
“რასაც ეს ადამიანები აკეთებენ არის თვითლუსტრაცია, საიდანაც კარგად ჩანს თუ როგორ უყურებენ ქვეყანას და ქვეყნის მომავალს. სწორედ ასე დაიწყო გასულ წელსაც საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის წინ მათი აქტივობები. სწორედ მათ მიერ იყო დაწყებული საუბარი წინაპირობების შესახებ საქართველომ უსამართლოდ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირისგან.
ეს არის იმის შედეგი, რომ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც არა ქვეყნის წინსვლაზე ფიქრობენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ქვეყანამ არც წინ გადადგას ნაბიჯი და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიიღოს რაიმე სარგებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს.