რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს იმის ინტერესი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადადგას წინ ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
“ნებისმიერი საკითხის დაყენება დღის წესრიგში, რომელიც არ არის 12 რეკომენდაციის და ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი, არის პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა. მით უმეტეს, ისეთი საკითხების, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპს, როგორიცაა, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიკვირს ისეთი ორგანიზაციებისგან, რომელიც სინამდვილეში არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და აქედანაც ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს იმის ინტერესი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადადგას წინ ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, ისინი ამ პროცესს უშლიან ხელს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მხოლოდ საკუთარ ფიასკოს განიცდიან”,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს.