USAID-ი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს

   სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კავკასიის რეგიონში USAID-ის მისიის დირექტორს სტივენ ჰეიკინს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ ახალ პროექტზე GFG (Governing for Growth) ისაუბრა. სტივენ ჰეიკინმა სოფლის მეურნეობის მინისტრს წარუდგინა ის გუნდი, რომელიც ამ ახალი პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იქნება ჩართული.
„დღვანდელი შეხვედრის მიზანია, მოვისმინოთ მინისტრის ხედვა და მიდგომები სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებასთან დაკავშრებით, რადგან ახალი პროექტის (GFG) დიზაინში სოფლის მეურნეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა სტივენ ჰეიკინმა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით მივესალმები გუნდს, რომელიც USAID-ის ახალი პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ამჟამად მიმდინარე ერთობლივი პროექტების მდგომარეობა განიხილეს და სამომავლო თნამშრომლობის გააქტიურების გზები დასახეს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები