ავღანეთში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.
6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთ ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მოხდა ირანის საზღვართან, ადგილობრივი დროით 11 საათზე. მიწისძვრას სამი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ასობით შენობა განადგურდა.
გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ სტიქიამ გაანადგურა 465 სახლი და დააზიანა კიდევ 135.
BREAKING: Almost 2,000 dead after Afghanistan earthquakes, says Taliban#earthquake #AfghanistanEarthquake #Sismo #Deprem #Afghanistan pic.twitter.com/3K7P7mp3d5
— Chaudhary Parvez (@ChaudharyParvez) October 8, 2023