რატი იონათამიშვილი: მაქვს იმედი, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად სამართლიან გადაწყვეტილებაში აისახება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა პრემიერ-მინისტრის ესპანეთში ვიზიტი შეაფასა.
„მხოლოდ ნიუ-იორკსა და ესპანეთში პრემიერის ვიზიტები რომ შევაჯამოთ, იმდენად დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმდენად აღიარება ხდება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რომ შეუძლებელია, ეს გონივრულმა და პოზიტიურმა ადამიანმა არ შეაფასოს. მაქვს იმედი, ეს მხარდაჭერა სამართლიან გადაწყვეტილებაში აისახება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
~