ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა გაწეული საქმიანობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

6 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2022 წელს და 2023 წლის 9 თვის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანგარიშის წარდგენას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, მერის მოადგილე – დავით გოგლიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ასლან საგანელიძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. პრიორიტეტული მიმართულებები ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა.

მუნიციპალიტეტის 2022 წლის  ბიუჯეტის მოცულობა  შეადგენდა  24 323 050 ლარს. მიმდინარე წელს კი ბიუჯეტის მოცულობა 26 111 463 ლარია. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად გადანაწილდა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების შესაბამისად.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები