საგარეჯოში 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა ქმარმა მოკლა.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ახლობლის ქორწილში მოხდა, სადაც მამაკაცი რამდენიმე თვის წინ მოყვანილ ცოლთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები