შალვა პაპუაშვილი: სწორედ ასეთი განცხადებები გვჭირდება კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც ესპანეთში ფორუმზე გაჟღერდა

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები არიან წარმოდგენილნი, პრემიერმა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან, ქვეყნის მეთაურებისგან კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ეს პოზიციები მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სწორედ ეს არის, რასაც ვგულისხმობთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი განცხადებები გვჭირდება ჩვენ შეხვედრების შემდეგ და არა ისეთი განცხადებები, რომლებიც სამწუხაროდ გვქონდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში და ვნახეთ, რომ შედეგი რაც მოგვიტანა, იყო ის, რომ ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააყენა. ესაა სხვაობა მთავრობას მიდგომასა და პრეზიდენტის მიდგომას შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ესპანეთში, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები