“ბიუჯეტი მორგებულია ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე” – ბექა დავითულიანი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე

“ბიუჯეტი კიდევ იზრდება და პრაქტიკულად, რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ბიუჯეტი ორიენტირებულია ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, განათლებაში ინვესტირებაზე და ა.შ. საბოლოოდ, ეს ბიუჯეტი მორგებულია ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე“, – აღნიშნა დავითულიანმა.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დღეს გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები