ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია.

ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ, ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები