ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სამართალში მასტერკლასს უტარებს – დავით მათიკაშვილი
„საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები და კერძოდ, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სამართალში მასტერკლასს უტარებს, რასაც ხვდება აბსოლუტურად უსუსური არგუმენტები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მცდელობაა, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა შეფუთონ და საზოგადოებას შეასაღონ ისე, თითქოს დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არადა, მართლაც ძალიან მარტივი სამართლებრივი საკითხია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.