ოზურგეთში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ (ფოტოგალერეა)

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ღვაწლმოსილი პედაგოგები – მერი ჩაჩუა, ციური ბაბილოძე, ლამზირა გიორგაძე, სულიკო ბაბილოძე და გივი გიორგაძე დააჯილდოვა.

„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! მადლობა, რომ თავდადებით ემსახურებით ჩვენი ქვეყნის მომავალს! ჩვენი მადლიერება პედაგოგების მიმართ სიმბოლურად – მერიის სპეციალური ჯილდოს, სიგელების და სამკერდე ნიშნების გადაცემით გამოვხატეთ“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები