ამბროლაურში დამსახურებულ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს

5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად მრავალი თაობის აღმზრდელ, დამსახურებულ პედაგოგებს, ნელი წერეთელს და იზო ჯოხაძეს ესტუმრა, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნელი წერეთელს და იზო ჯოხაძეს მინიჭებული აქვთ ამბროლაურის საპატიო მოქალაქის წოდება.

„მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. იუნესკოს თანახმად, ეს დღე გამოხატავს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პედაგოგს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! წინსვლას და წარმატებას გისურვებთ!“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები