ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში – არიან დაშავებულები

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები