ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჰქონდათ სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები, არავითარი არგუმენტები და მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი მათი დასკვნები

პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა თანხმობა ვიზიტების განხორციელებაზე, მიმართა მთავრობას ვერ მიიღო მთავრობისგან თანხმობა, მაგრამ მაინც განახორციელა ვიზიტები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მმართველი გუნდის ლიდერმა პრეზიდენტის წარმომადგენლების დასკვნით სიტყვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ 80% საუბარი ჰქონდათ პოლიტიკაზე, მათ შორის შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ.

„მათ ჰქონდათ სამართლებრივად უსუსტესი პოზიციები, არავითარი არგუმენტები და მთლიანად პოლიტიკურში იყო გადატანილი მათი დასკვნები. ყველაფერი ნათელია – პრეზიდენტის მხრიდან დაირღვა კონსტიტუცია. სალომე ზურაბიშვილი პრინციპულად ახორციელებს საბოტაჟს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები