ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანი არ არის ანგარიშსწორება, ჩვენი მიზანია კონსტიტუციის დაცვა

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის ანგარიშსწორება, ჩვენი მიზანია კონსტიტუციის დაცვა, მით უმეტეს, ერთი წელი აქვს დარჩენილი პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე. საერთოდ არ არის რელევანტური ჩვენთვის ეს საკითხი. ჩვენთვის მთავარია, ურყევად იყოს დაცული საქართველოს კონსტიტუცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს სწორმა გადაწყვეტილებამ უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

„ასევე თქვენ მინდა მოგმართოთ პატივცემულო მოსამართლეებო, რეალურად თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული საქართველოს დარჩება კონსტიტუცია, თუ – არა. ამ დონეზე დგას საკითხი და თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გადაიქცევა გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად. თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ 49-ე მუხლი ადგენს უფლებამოსილებებს, სრულ ქაოსზე გადაგვყავს სისტემა, რაც რა თქმა უნდა, დაუშვებელია, ამიტომ არ გჭირდება ჩემი მხრიდან პასუხისმგებლობის შეხსენება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ამ თვალსაზრისით სასამართლოს სწორმა გადაწყვეტილებამ უნდა შეუნარჩუნოს ქვეყანას კონსტიტუცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც ამ კონსტიტუციით არის დადგენილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები