“კონსტიტუციის დარღვევაზე დიდი საბოტაჟი ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს, მით უმეტეს, იმ პირის მიერ, რომელიც ვალდებულია, კონსტიტუცია დაიცვას” – დავით მათიკაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას გამოეხმაურა.

„ერთადერთი საბოტაჟი, რომელიც შეგვიძლია, დავინახოთ, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, მასზე დიდი საბოტაჟი ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს, მით უმეტეს, იმ პირის მიერ ჩადენილი, რომელიც ვალდებულია, კონსტიტუცია დაიცვას და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები