ოთარ დანელია საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთრ დანელია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰანს ჰორბახს შეხვდა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოში სამელიორაცო სისტემების მოწესრიგების მიმართულებით განსახორციელებელ ახალ პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
,,ზემო სამგორის საირიგაციო არხის რეაბილიტაციის პროექტის“ საერთო ბიუჯეტი 55 მლნ ევროს შეადგენს. პრაქტიკულად დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება და მზად ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ხელი მოეწეროს სამთავრობო შეთნხმებას, რომლითაც საქართველოში ახალი საირიგაციო პროექტი დაიწყება“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები