თინა ბოკუჩავა: ჩვენი გადმოსახედიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება არ არსებობს

“ჩვენი გადმოსახედიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ყველას თავისი პოლიტიკური გზა აქვს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური პარტიაა.

“თუ ნიკა მელიას ან ნებისმიერი სხვა ადამიანის არჩევანია, რომ იასპარეზოს პოლიტიკაში მთავარი ოპოზიციური პარტიის პლატფორმიდან, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მიგვაჩნია9, რომ გახსნილობა და გამსხვილება მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, ამიტომ შევქმენით მათ შორის „გამარჯვების პლატფორმა“, რომლის კარიც ღიაა. მაგრამ ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თითოეული ინდივიდის დისკრეციული უფლებაა, რომელშიც მე ნამდვილად ვერ ჩავერევი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური პარტია, შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ რეჟიმის დემონტაჟში, მაგრამ ვინ რა პლატფორმიდან იასპარეზებს პოლიტიკაში, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები